Wednesday, January 30, 2013

შოთა რუსთაველი


შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:„ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირითამარ მეფესთანდაახლოებული პირი. როგორც , მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწურს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.http://ka.wikipedia.org/wiki/


ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.




აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან

ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.

არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!

არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.

ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.

ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების, 
კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!

გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.

გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.

გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.

დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

დგომა მგზავრისა ცთომაა.

Tuesday, January 29, 2013

განსხვავებულები

https://picasaweb.google.com/106144444646914294256/FqcgcI?authuser=0&feat=directlink

ბავშვები


ბავშვი — ადამიანის ცხოვრების ის პერიოდი, როდესაც იგი ჩვილი აღარ არის, ზრდასრული კი ჯერ არ გამხდარა. ადამიანის ბავშვობის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ საზოგადოებაში ცხოვრობს იგი. გარეოს ადამიანთა უფლებების დაცვის კომისია 18 წლამდე ასაკის ადამიანს ბავშვად თვლის.
ბავშვთა უფლებები იყო და დღესაც არის მწვავე პრობლემა საზოგადოებისთვის. დღესაც ხშირია ბავშვთა უფლებების შელახვა. ეს თემა ერთ_ერთ აქტუალურ და მწვავე თემად იქცა საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის.


ქალები


ქალი — მდედრობითი სქესის ადამიანი. ტერმინი როგორც წესი ზრდასრული ასაკის ადამიანზე ითქმის, მაშინ როცა გოგონა მდედრობითი სქესის ბავშვზე ან მოზარდზე მიანიშნებს. ტერმინი ქალი ხშირად გამოიყენება ზოგადი მნიშვნელობით, ასაკის მიუხედავად, ისეთ ფრაზებში, როგორიცაა "ქალთა უფლებები".

გორგონები (ბერძნ. Gorgon; მხ.), ძველ ბერძნულ მოთოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული ქალები. ჰესიოდე სამ გორგონს ახსენებს (Stheno — ძლიერი; Euruale — მოხეტიალე, Medusa — მბრძანებელი), ჰომეროსი — ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან, კბილებდაკრეჭილ, ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად, რომელთა შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. მედუზას პერსევსმა მოკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით, მაგრამ საშინელი შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ. მედუზის მოჭრილი თავი ათენას ფარზე იყო გამოსახული.

                                       გამოჩენილი ქალები

თამარითამარ მეფე (დ. დაახ. 1160 – გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ისასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“. მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი“[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილიიური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.


ინდირა პრიადარშინი განდი (ჰინდი: इन्दिरा प्रियदर्शिनी गान्धी indirā priyadarśinī gandhī) (დ. 19 ნოემბერი1917 –გ. 31 ოქტომბერი1984) —ინდოეთის პრემიერ-მინისტრი 1966-1977 და 1980-1984 წლებში მის მკვლელობამდე. ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს ქალიშვილი და შემდეგი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდის დედა, ინდირა განდი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ლიდერი იყო. მიუხედავად განთქმული გვარისა, მას მაჰათმა განდისთან ნათესაობა არ აკავშირებდა.





ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი (Margaret Hilda Thatcher, ქალიშვილობაში რობერტსი; დ. 13 ოქტომბერი1925) — გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი (კონსევატიული პარტია) 1979-90 წლებში, „რკინის ლედი“.
დაამთვარა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1950 წელს. პირველი ქალი-თავმჯდომარე გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის. 1951 წელს ცოლად მიჰყვება მეწარმე დენის ტეტჩერს. 1954 წელს ადვოკატის მოწმობას იღებს. 1959 წელს აირჩა თემთა პალატისდეპუტატად. 1961-64 წელს მსახურობს საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად. 1970-74 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჰიტის კაბინეტში. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი.
1979 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“.1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრია.


პირველი ადამიანები


ადამი (ებრ. אָדָםადამიანი; ერთფუძიანია სიტყვასთან დედამიწა ებრ. אדמהმიწა და אדום, წითელიბერძნ.Ἀδάμარაბ. آدم‎‎), თორასა და ყურანში პირველი ადამიანი, შექმნილი ღმერთის მიერ, ადამიანთა პირველი წინაპარი. ევას ქმარი, კაენისაბელისა და შეთის მამა.
იუდაიზმის თანახმად ადამი და ევა არის ადამიანური ურთიერთობის მაგალითი. ქრისტიანულთეოლოგიაში ადამი ადამიანის სიმბოლოა თავის ურთიერთობასთან ღმერთთან. თანყვანსცემენ ისლამში,მანდეიზმსა და ბაჰაიზმში.
ცეცხლის აღმოჩენა ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. პირველყოფილი ადამიანი ცეცხლს თაყვანსა და შიშს იწვევდა. ცეცხლის მეშვეობით ადამიანმა შეძლო - ცივი კლიმატური პირობების გადატანა, საჭმლის გაკეთება, ღამით ტერიტორიის განათება, გარეული ცხოველების გაგდება, ტყით დაფარული ტერიტორიის გაწმენდა და მათი სათეს მინდვრებად გადაქცევა, თიხის ჭურჭლის დამუშავება, მეტალების დადნობა და სხვ.
ქართველი ადამიანი (ლათ. Homo georgicus) — ადამიანის სახეობა, გარდამავალი ფორმა მარჯვე ადამიანსა (Homo habilis) დაგამართულ ადამიანს (Homo erectus) შორის.
ადამიანის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 1.8 მილიონი წლისაა, აღმოაჩინეს 1991 წელს საქართველოშიდმანისში. ეს ევროპაშიაღმოჩენილი ადამიანის უძველესი ნაშთებია.









ადამიანები რომლებმაც შეცვალეს სამყარო


Alexander Graham Bell (March 3, 1847 – August 2, 1922) was an eminent scientist, inventor, engineer and innovator who is credited with inventing the first practical telephone.
Bell's father, grandfather, and brother had all been associated with work on elocution and speech, and both his mother and wife were deaf, profoundly influencing Bell's life's work. His research on hearing and speech further led him to experiment with hearing devices which eventually culminated in Bell being awarded the first US patent for the telephone in 1876. In retrospect, Bell considered his most famous invention an intrusion on his real work as a scientist and refused to have a telephone in his study.
Many other inventions marked Bell's later life, including groundbreaking work in optical telecommunicationshydrofoils and aeronautics. In 1888, Bell became one of the founding members of the National Geographic Society.He has been described as one of the most influential figures in human history.http://en.wikipedia.org 



ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.



უილიამ ბილ გეითსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III28 ოქტომბერი1955სიეტლიაშშ), კომპანია ”მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ,,ფორბსის’’-ის 2011 წლის მონაცემით შეადგენს 61 მილიარდ დოლარს. ”მაიკროსოფტის” წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მილიარდი დოლარია; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც "მაიკროსოფტს" საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.
გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი.
ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.
1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”მაიკროსოფტის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთანერთად დაიწყო.
ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.
გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”მაიკროსოფტი” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.
1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.


ჩემ შესახებ

მე ვარ ნათია ესართია ილიაუნის 1ლი კურსის სტუდენტი, მიუხედავად იმისა რომ უკვე სტუდენტი მქვია ჩემი მომავალი პროფესია ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველად რჩება რადგან ჯერჯერობით ვერსად "ვხედავ" ჩემს თავს.
ცოტა რამ ჩემს შესახებ.. მიყვარს კითხვა, სეირნობა, ლექსები, და ღამე.. ეს არის ის თემები რაც მაგრძნობინებს რომ ისევ მე ვარ და არ მაკარგვინებს საკუთარ თავს.. წიგნები ჩემთვის სიბრძნის სიმბოლოდ იქცა მათგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია...ლექსები მახსენებს რომ ჩემში რომანტიკული ადამიანი ცხოვრობს და ზოგჯერ მაიძულებს ცოტა ხნით მაინც შევწყვიტო ბრძოლა და ვიყო ის რაც ვარ... ღამე კი ჩემთვის დასვენების და სამყაროს შეგრძნების საუკეთესო დროა.. იშვიათად თუ ფხიზლობს ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ შეიგრძნოს ღამე მთელი თავის დიდებულებით,ეს კიდევ ერთი მიზეზი ღამისადმი სიყვარულისა, ამ დროს ვგრძნობ რომ ღამის მოტრფიალეების მცირერიცხოვან გუნდში ვარ და დიდებულად ვგრძნობ თავს...მგონია რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრს უწევს ნიღბის ტარება რათა უკეთესად მოერგოს საზოგადოებას ღამე კი საშუალებას გაძლევს მოიშორო ნიღაბი და ცოტა ხნით იყო ის რაც ხარ...
ეს არის მცირე ინფორმაცია ჩემს შესახებ.
რატომ ავირჩიე ეს თემა? მგონია რომ ადამიანი ის ფენომენია რომელზეც დაუსრულებლად ბევრი შეგიძლია ილაპარაკო  ცუდიც და კარგიც, ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე ბლოგის შექმნა.