Tuesday, January 29, 2013

ადამიანები რომლებმაც შეცვალეს სამყარო


Alexander Graham Bell (March 3, 1847 – August 2, 1922) was an eminent scientist, inventor, engineer and innovator who is credited with inventing the first practical telephone.
Bell's father, grandfather, and brother had all been associated with work on elocution and speech, and both his mother and wife were deaf, profoundly influencing Bell's life's work. His research on hearing and speech further led him to experiment with hearing devices which eventually culminated in Bell being awarded the first US patent for the telephone in 1876. In retrospect, Bell considered his most famous invention an intrusion on his real work as a scientist and refused to have a telephone in his study.
Many other inventions marked Bell's later life, including groundbreaking work in optical telecommunicationshydrofoils and aeronautics. In 1888, Bell became one of the founding members of the National Geographic Society.He has been described as one of the most influential figures in human history.http://en.wikipedia.org 



ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები "მასის დეფიციტი", რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგ. ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელი) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას, რომ ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. ეს უკანასკნელი, ლიზა მეიტნერი, იყო ებრაელი და იგი შემთხვევით გადაურჩა საკონცენტრაციო ბანაკს, მან თავისი კოლეგების, განსაკუთრებით ოტო ჰანის ძალისხმევით მოახერხა გაქცევა შვეციაში. ბოლო, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩვაში, მისი დამსახურება უფრო მეტი იყო, ვიდრე ოტო ჰანის. ამავე პერიოდში გამოქვეყნდა მთელი რიგი თეორიული კვლევების შედეგები, ექსპერიმენტების მასალები. ატომური იარაღის შექმნა რეალობად იქცა.



უილიამ ბილ გეითსი (ინგლ. William Henry "Bill" Gates III28 ოქტომბერი1955სიეტლიაშშ), კომპანია ”მაიკროსოფტის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი. მისი პირადი კაპიტალი ,,ფორბსის’’-ის 2011 წლის მონაცემით შეადგენს 61 მილიარდ დოლარს. ”მაიკროსოფტის” წლიური შემოსავალი 2007 წლისათვის 51.2 მილიარდი დოლარია; დასაქმებულია 78 000 ადამიანი მსოფლიოს 105 ქვეყანაში, სადაც "მაიკროსოფტს" საკუთარი წარმომადგენლობები აქვს.
გეითსი თავის ორ დასთან ერთად ქალაქ სიეტლში გაიზარდა. მამამისი, უილიამ გეითს II, იყო სიეტლის რწმუნებული, ხოლო დედა, მერი გეითსი, სკოლის მასწავლებელი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მმართველთა წევრი.
ბილ გეითსმა ინტერესი კომპიუტერული პროგრამების მიმართ 13 წლის ასაკში გამოამჟღავნა.
1973 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ ძალიან მალე დატოვა სასწავლებელი, რათა მთელი ენერგია ”მაიკროსოფტის” განვითარებისათვის გამოეყენებინა. მან თავისი საქმიანობა 1975 წელს, ბავშვობის მეგობარ პოლ ალენთანერთად დაიწყო.
ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კომპიუტერი მალე გახდებოდა აუცილებელი ატრიბუტი ყველა სამუშაო მაგიდაზე, ოფისებსა და სახლებში; მათ მთელი შთაგონებით დაიწყეს პერსონალური კომპიუტერის შექმნაზე მუშაობა.
გეიტსის ხელმძღვანელობის პირობებში ”მაიკროსოფტი” ყოველთვის მიისწრაფის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, რათა უფრო ადვილი იყოს საზოგადოებისთავის მისი გამოყენება.
1999 წელს გეითსმა დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, გადაწყვიტოს პრობლემები ახლებური მეთოდით. წიგნი 25 ენაზე 60 ქვეყანაში გამოიცა.


No comments:

Post a Comment