ქალი — მდედრობითი სქესის ადამიანი. ტერმინი როგორც წესი ზრდასრული ასაკის ადამიანზე ითქმის, მაშინ როცა გოგონა მდედრობითი სქესის ბავშვზე ან მოზარდზე მიანიშნებს. ტერმინი ქალი ხშირად გამოიყენება ზოგადი მნიშვნელობით, ასაკის მიუხედავად, ისეთ ფრაზებში, როგორიცაა "ქალთა უფლებები".
გორგონები (ბერძნ. Gorgon; მხ.), ძველ ბერძნულ მოთოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული ქალები. ჰესიოდე სამ გორგონს ახსენებს (Stheno — ძლიერი; Euruale — მოხეტიალე, Medusa — მბრძანებელი), ჰომეროსი — ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან, კბილებდაკრეჭილ, ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად, რომელთა შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. მედუზას პერსევსმა მოკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით, მაგრამ საშინელი შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ. მედუზის მოჭრილი თავი ათენას ფარზე იყო გამოსახული.
გამოჩენილი ქალები

1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად.1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილიიური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის“ სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[1][2] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა.[3][4][5]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები.


დაამთვარა ოქსფორდის უნივერსიტეტი 1950 წელს. პირველი ქალი-თავმჯდომარე გახდა უნივერსიტეტის კონსერვატიული პარტიის ასოციაციის. 1951 წელს ცოლად მიჰყვება მეწარმე დენის ტეტჩერს. 1954 წელს ადვოკატის მოწმობას იღებს. 1959 წელს აირჩა თემთა პალატისდეპუტატად. 1961-64 წელს მსახურობს საპენსიო და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საპარლამენტო მდივნად. 1970-74 წლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჰიტის კაბინეტში. 1975 წლიდან კონსერვატიული პარტიის ლიდერი.
1979 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა. ამ პოსტზე მან ბრიტანეთის ეკონომიკისა და მთლიანად საზოგადოების ძირფესვიანი რეფორმები გაატარა. მიუხედავად მრავალი მწვავე კრიტიკისა არჩეული კურსის გადაუხრელად გატარების გამო „რკინის ლედი“ შეარქვეს. მისი პოლიტიკა და ეკონომიკური იდეოლოგია შემდგომში ცნობილი გახდა, როგორც ტეტჩერიზმი. 1990 წელს დატოვა პარტიის ლიდერის და შესაბამისად პრემიერ-მინისტრის პოსტი.
ტეტჩერის პრემიერობა ყველაზე ხანგრძლივი იყო მე-20 საუკუნეში. გადადგომის შემდეგ დაწერა წიგნი „სახელმწიფოს მართვის ხელოვნება“.1992 წლის ივნისში ბარონესის ტიტული მიანიჭეს. ბილდერბერგის კლუბის მუდმივი წევრია.
No comments:
Post a Comment