Tuesday, January 29, 2013

ჩემ შესახებ

მე ვარ ნათია ესართია ილიაუნის 1ლი კურსის სტუდენტი, მიუხედავად იმისა რომ უკვე სტუდენტი მქვია ჩემი მომავალი პროფესია ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველად რჩება რადგან ჯერჯერობით ვერსად "ვხედავ" ჩემს თავს.
ცოტა რამ ჩემს შესახებ.. მიყვარს კითხვა, სეირნობა, ლექსები, და ღამე.. ეს არის ის თემები რაც მაგრძნობინებს რომ ისევ მე ვარ და არ მაკარგვინებს საკუთარ თავს.. წიგნები ჩემთვის სიბრძნის სიმბოლოდ იქცა მათგან ბევრი რამის სწავლა შეგიძლია...ლექსები მახსენებს რომ ჩემში რომანტიკული ადამიანი ცხოვრობს და ზოგჯერ მაიძულებს ცოტა ხნით მაინც შევწყვიტო ბრძოლა და ვიყო ის რაც ვარ... ღამე კი ჩემთვის დასვენების და სამყაროს შეგრძნების საუკეთესო დროა.. იშვიათად თუ ფხიზლობს ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ შეიგრძნოს ღამე მთელი თავის დიდებულებით,ეს კიდევ ერთი მიზეზი ღამისადმი სიყვარულისა, ამ დროს ვგრძნობ რომ ღამის მოტრფიალეების მცირერიცხოვან გუნდში ვარ და დიდებულად ვგრძნობ თავს...მგონია რომ ჩვენს საზოგადოებაში ბევრს უწევს ნიღბის ტარება რათა უკეთესად მოერგოს საზოგადოებას ღამე კი საშუალებას გაძლევს მოიშორო ნიღაბი და ცოტა ხნით იყო ის რაც ხარ...
ეს არის მცირე ინფორმაცია ჩემს შესახებ.
რატომ ავირჩიე ეს თემა? მგონია რომ ადამიანი ის ფენომენია რომელზეც დაუსრულებლად ბევრი შეგიძლია ილაპარაკო  ცუდიც და კარგიც, ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე ბლოგის შექმნა.

No comments:

Post a Comment