ადამიანი და სამყარო

გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის წარმომადგენელი ადამიანთა მოდგმისა. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა დედამიწის ბიოსფეროს წარმოქმნაში, რითაც შექმნა დედამიწის საკუთარი გარსი — ანთროპოსფერო. ადამიანთა ინდივიდების შერწყმას ეწოდება დედამიწის პოპულაცია ან კაცობრიობა

გერმანელი დრამატურგი ფრედერიკ დიურენმატი წერს ადამიანის მიერ სამყაროს საწინააგმდეგო ქმედებებზე
   თავის ნაწარმოებებში დიურენმატი მოგვითხრობს რეალობასა და ადამიანის გონებაში დამკვიდრებულ მითებს შორის არსებულ დისჰარმონიაზე, გაყინული, ცხოვრებას მოწყვეტილი იდეოლოგიების მავნებლობაზე, რომელთა გამო უამრავი სისხლი იღვრება.
დიურენმატის შემოქმედებაში ცოცხლდება და ახალ, თანამედროვე დატვირთვას იძენს ანტიკური მოტივებიც (მოთხრობები „მინოტავრი“, „პითიას სიკვდილი“...). საერთოდ, დიურენმატის პროზაში ხშირად იგრძნობა ისტორიის სუნთქვა – მოულოდნელი ფორმით წარმოგვიდგება ბიბლიური თუ მითოლოგიური სახეები: ჰერაკლემინოტავრიბაბილონის გოდოლიუძღები შვილი...
იგი ატომური შეიარაღების მოწინააღმდეგე იყო და ერთ–ერთი პირველი მწერალი, რომელმაც თავის ნაწარმოებებში ეკოლოგიური პრობლემები სერიოზულად წამოჭრა.
ლიტერატორები მიიჩნევენ, რომ დიურენმატის გმირები უსიცოცხლონი არიან და მარიონეტებს მოგვაგონებენ. კურტ ვონეგუტის შეფასებით, „მისი შემოქმედება ძვირფას შვეიცარიულ საათსა ჰგავს, რომლის მექანიზმი სრულყოფილია და აღტაცებას იწვევს... დიურენმატის ნაწარმოებებში მხოლოდ ერთი ცოცხალი არსებაა – თვითონ მწერალი“.

No comments:

Post a Comment